“ჩიტი თავს აფარებს გალიას და გალია იცავს მის სიცოცხლეს”
KUB 14.8: RS 22-23
თურქეთში, თან. ბოღაზქოიში (ხეთების დედაქალაქ ხათუსაში) აღმოჩენილი ლურსმნული ფირფიტების არქივიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ე.წ. „სასულიერო“ შინაარსის მქონე ტექსტები – ღვთაების სადიდებელი ჰიმნები, საგალობლები და ლოცვები (CTH 371-389). ისინი გადმოგვცემენ ადამიანსა და ღვთაებას შორის ურთიერთობას– როდესაც ადამიანი ცდილობს წერილობით მიაწვდინოს ხმა თავის რომელიმე გასაჭირისა თუ საჭიროების შესახებ. შინაარსის მიხედვით ეს ტექსტები ორ ჯგუფად იყოფა: ა) „დიდებანი“ – ღვთაების სადიდებელნი და ბ) „ლოცვანი“ – ღვთაების მიმართ აღვლენილი ვედრებანი (1.1-18).
„დიდებისა“ და „ლოცვის“ ტექსტებს ერთმანეთთან საერთო ნიშნებიც მოეპოვება: როგორც ჩანს, ამ ხასიათის ტექსტებისთვის შედგენილი იყო ერთგვარი „ფორმობლივი შაბლონი“, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ღვთაებისთვის იქმნებოდა საგანგებო საგალობელი თუ თხოვნა.
სავედრებელ ლოცვებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხეთების იმპერიის ხანის მეფის მურსილი II-ს(ძვ. წ. XIII ს.) ლოცვები ქვეყანაში გაჭირვების ჟამს. ესენია:
1. I ლოცვა გასაჭირის ჟამს ღვთაებათა და ქალღვთაებათა მოხმობისათვის(CTH 378.I)
2. II ლოცვა გასაჭირის ჟამს ქ. ხათის ამინდის ღვთაების მიმართ (CTH 378.II)
3. III ლოცვა გასაჭირის ჟამს ქ. არინას მზის ღვთაების მიმართ (CTH 378.III)
4. IV ლოცვა გასაჭირის ჟამს ღვთაებათა და ქალღვთაებათა მოხმობისათვის(CTH 378.IV)
5. V ლოცვა გასაჭირის ჟამს ღვთაებათა და ქალღვთაებათა მოხმობისათვის(CTH 379).
ამათგან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეორე ტექსტი(CTH 378 II, 2.164-177), სადაც მურსილი ხათის ამინდის ღვთაებას შესთხოვს შეწევნას ქვეყანაში დასადგურებული გასაჭირის გამო. ჩვეულებრივ, სტანდარტულ თხრობასთან ერთად, როდესაც მეფე ღვთაებას ამცნობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, მურსილი ცდილობს ამ განსაცდელის მიზეზის გარკვევას - თუ რატომ დაუდგა ხათის ქვეყანას ეს მძიმე ყოფა. ამისთვის იგი მიმართავს ისტორიულ წარსულს იხსენებს, რა ხდებოდა მისი წინაპრის – სუფილულიუმას დროს და თითქოს აგნებს კიდევაც მიზეზს, როდესაც ამბობს, რომ მამამისმა ცოდვა (ხეთ. წაšტულ) ჩაიდინა და ეს გახდა მიზეზი ქვეყნის გაუბედურებისა. ძველ ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული შეხდულების მიხედვით, მურსილიც იმ აზრისაა, რომ მამის ცოდვა შვილზე გადმოდის და იგი სწორედ მამის, სუფილულიუმას მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ისჯება და ამიტომ უნდა შეეგუოს ამ სასჯელს (3.6-7). მაგრამ საინტერესოა, რომ მურსილი, საყოველთაოდ გავრცელებული ამ შეხედულებისასაგან განსხვავებით, არა მხოლოდ ყაბულდება ამ ფაქტს, არამედ ცდილობს თავი დააღწიოს წინაპრისა თუ საკუთარ ცოდვას ამ ცოდვათა აღიარების– აღსარებისა და სინანულის გზით. იგი თვლის, რომ თუ შეინანებს, მაშინ მამის ცოდვა გაბათილდება და ქვეყანაში მძვინვარე შავი ჭირი გაქრება. ეს გასაჭირი წინაპართაგან გადმოეცა მურსილის, ვინაიდან, როგორც იგი აღნიშნავს, მამამისის დროსაც ასე იყო და ხალხი იხოცებოდა. მურსილის იმდენად შეშფოთებულია, რომ ამინდის ღვთაებას შესთხოვს შველას. თუ ეს გასაჭირი მისი მიზეზითაა, იგი ცდილობს აღიაროს ცოდვა და ფიქრობს, რომ თუ იგი წინასწარ აღიარებს ცოდვას, ღვთაება აღარ დასჯის მას, როგორც სჯიდა მის წინაპრებს, რომლებიც არ აღიარებდნენ ცოდვებს და პირიქით, სცოდავდნენ (მოჰყავს კიდეც მაგალითი: სუფილულიუმამ გატეხა ფიცი, რომელიც დადო ეგვიპტესთან სამშვიდობო ხელშეკრულებით, იხ. ქვემოთ ტექსტი § 4).
საინტერესოა, რომ უძველეს ძველაღმოსავლურ ტექსტებში ვერ ვხვდებით ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლისგან სინანულის და აღსარების – წინაპართა თუ პირადი ცოდვების აღიარების ფაქტს. ძველი აღმოსავლეთის მეფეთა წარწერები ცნობილია სწორედ ამაყი და ამპატრავნული იდეებით (იხ. ძველაღმოსავლური სამეფო„ანალები“ და სხვ.). სადღეისოდ, ჩვენთვის ცნობილი სინანულისა და აღსარების უძველესი ლოცვებია: მეფე დავითის „ფსალმუნნი“ (ძვ. წ. X), ანდრია კრეტელის„სინანულის დიდი კანონი“ (8 ს.), ქართული ჰიმნოგრაფიიდან კი – დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ (რომელიც ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის გავლენით დაიწერა). ყველა ამ ჰიმნოგრაფიულ ძეგლს კი ქრონოლოგიურად უსწრებს ძვ. წ. XIII ს-ით დათარიღებული მურსილიII-ს სინანულის ლოცვა და აღსარება ღვთის წინაშე, ერთ-ერთი უადრესთაგანი ძველ აღმოსავლურ რეალობაში.
ბოღაზქოიში აღმოჩენილია სამი ასლი, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. ტექსტის დასაწყისი უკეთაა შემონახული ჩ ვერსიაში, შემდეგ გრძელდება A ვერსია და ადგილ-ადგილ ივსებაB ვერსიით: (CTH 378.II, 4.305-329): A: Bo 2803 = KUB 14.8; B: Bo 2029 + Bo 3713 + Bo 4692 = KUB 14.11; C: Bo 2067 = KUB 14.10 + Bo 3144=KUB 26.86).

§1. ხათის ამინდის ღვთაებავ, ჩემო ბატონო! [ასევე თქვენ, ხათის ღვთაებანო], ჩემო უფალნო! მურსილ[იმ, დიდმა მეფემ], თქვენმა მსახურმა, გამომგზვნა (ამის სათქმელად): წადი და [ა]სე უთხარი ხათის ამინდის ღვთაებას, ჩემ ბატონს და ღვთაებებს, ჩემ ბატონებს: რა არის ის, რაც თქვენ ქმენით? ნება მიეცით ჭირს, შემოსულიყო ხათის ქვეყნად ისე, რომ ქვეყანა საშინელ გასაჭირს განიცდის. [ხალხი] იღუპებოდა მამაჩემის დროს და ჩემი ძმის დროს. ხოლო იმის შემდეგ, რაც მე ღვთაებათა ქურუმი გავხდი, მაინც იღუპებიან. 20 წელია, ხალხი იღუპება ხათის ქვეყნად. გასაჭირი არ გაქრა და არ დაილია ხათში. მე მეტი არ ძალმიძს ჩემი გულის დარდის ალაგმვა, მე მეტი არ ძალმიძს ჩემი სულის ტანჯვის მართვა.
§2. როდესაც დღესასწაულებს ვიხდიდი(და) ვემსახურებოდი ყველა ღვთაებას, ერთი რომელიმე ტაძარი არ მქონდა გამორჩეული. არაერთხელ ვემუდარებოდი ყველა ღვთაებას ჭირიდან (დახსნას) და არაერთხელ ვიფიცებდი შემდეგნაირად: შეისმინეთ [ჩემი, ღვთაებებო], ჩემო[ბატონებო და განაგდეთ] ჭირი ხათიდან. ხათს[მეტი აღარ ძალუძს ამ ჭირის ტვირთვა]. დაე, იმის საბაბს, რის გამოც] იგი[ამ წინასწარმეტყველებით] მომევლინა, [ბოლო მოეღოს]. ან [დაე, ვნახო] იგი[სიზმარში ან დაე, ღვთაების კაცმა] გამომიცხადოს, (რა ვიღონო). მაგრამ ღვთაებებმა[არ ისმინეს] ჩემი [და] ჭირმა არ დატოვა ხათი. [ხათში მუდმივად ბატონობდა ჭირი].
§3. ღვთაებისათვის პურისა [და ღვინის ის რამდენიმე] შემწირველი, რომელიც კიდევ იყო (გადარჩენილი), გარდაიცვალა. [ჭირიანობის] საქმე კვლავ მაწუხებს [და შევთხოვე ამის შესახებ [წინასწარმეტყველის მეშვეობით] ღვთაებას. [მე ვიპოვნე] ორი ძველი ფირფიტა: ერთი ფირფიტა ეხებოდა[მდ. მალას რიტუალს]. ადრე მეფენი იხდიდნენ მდინარე მალას რიტუალს, მაგრამ იმის გამო, რომ [ხალხი იხოცებოდა] ხათში მამაჩემის დროიდან(მოყოლებული), ჩვენ არასდროს არ ჩაგვიტარებია მდინარე მალას [რიტუალი].
§4. მეორე ფირფიტა ეხებოდა ქალაქ ქურუსთამას: როგორ წაიყვანა ხათის ამინდის ღვთაებამ ქურუსთამელი კაცი ეგვიპტეში და როგორ დადო ხათის ამინდის ღვთაებამ ხელშეკრულება მათსა და ხათის კაცს შორის ისე, რომ მათ ხათის ამინდის ღვთაების წინაშე დაიფიცეს. ვინაიდან ხათისა და ეგვიპტის კაცები შეკრულნი იყვნენ ხათის ამინდის ღვთაების ფიცით და ხათის კაცები ძალაუფლებას (მაინც) ფლობდნენ, ამით, ხათის კაცებმა დაარღვიეს ღვთაებათა ფიცი. მამაჩემმა გაგზავნა ფეხოსანი და ეტლოსანი ლაშქარი და მათ შეუტიეს ეგვიპტეს, ამქას ქვეყანას. ხოლო(შემდგომ) კვლავ გაგზავნა (ლაშქარი) და კვლავ შეუტიეს. მაშინ ეგვიპტის კაცები შეშინდნენ, მოვიდნენ და მამაჩემს ვაჟიშვილი თხოვეს თავიანთი სამეფოსთვის. მაგრამ როდესაც მამაჩემმა გაატანა თავისი ვაჟი და წაიყვანეს, მათ იგი მოკლეს. მამაჩემი შეძრწუნებული იყო და გაეშურა ეგვიპტის მიწისკენ, დაესხა თავს ეგვიპტელებს და გაანადგურა ეგვიპტის ფეხოსანი და ეტლოსანი ლაშქარი.
§5. იმ დროს, ხათის ამინდის ღვთაებამ, ჩემმა ბატონმა, მამაჩემს ძალა მისცა ძალაუფლება ხელთ ჩაეგდო, ამის გამო მან დაამარცხა ეგვიპტის ფეხოსანი და ეტლოსანი ლაშქარი და გაანადგურა იგი. მაგრამ წარტყვევნილებს, რომლებიც მან შეიპყრო და ხათის ქვეყანაში(თან) წამოიყვანა, გზაში ჭირი დაერიათ და დაიხოცნენ.
§6. ხოლო როდესაც წარტყვევნილები ხათის ქვეყანაში მოიყვანეს, მათ ხათის ქვეყნად ჭირი მოიტანეს. იმ დღის შემდეგ იხოცება(ხალხი) ხათის ქვეყანაში. თუკი მე ეგვიპტის ქვეყნის შესახებ რამე ფირფიტას ვიპოვნი, (წინასწარმეტყველის) მეშვეობით შევატყობინებ ღვთაებას ყოველ სიტყვას, რომელიც ხათის ამინდის ღვთაებისგან (იყო), ხათის ამინდის ღვთაების ქვეშ ეგვიპტის ხალხისა და ხათის ხალხის ფიცის დადების შესახებ.
§7. რაც შეეხება იმას, რომ დამნასარა-ღვთაებანი ჩემი ბატონის, ხათის ამინდის ღვთაების ტაძარში (არიან, რომ) სწორედ ხათის ხალხმა გატეხა სიტყვა და (ეს ხომ არ იყო მიზეზი იმისა), რომ ხათის ამინდის ღვთაება განრისხდა? ეს (იმედია), წინასწარმეტყველის მიერ დადგინდება.
§8. მალას მდინარის რიტუალის წყალობითაც შევეკითხე წინასწარმეტყველს ჭირის შესახებ. აქაც მივიღე წინასწარმეტყველება, რათა მიმემართა ხა[თის] ამინდის ღვთაებისთვის, ჩემი ბატონისთვის. და მაშინ[ამინდის ღვთაების წინაშე] ვაღიარე[ცო]დვა: ეს ასე მოხდა [და] ჩვენ ეს ჩავიდინეთ. ეს ჩემს (დროს) არ მომხდარა, [...] მამაჩემის [...] მე ეს ძალიან კარგად ვიცი. (ეს) ამბავი. ამინდის ღვთაება(ამის) გამოა განრ[ისხებული...]. [მოკ]ვდება.
§9. რადგანაც ხათის ქვეყანაში[იხოცებ]იან, ამის გა[მო] ხათის ამინ[დის] ღვთაებას, ჩემს ბატონს, ჩემს[ამბავს ვამცნობ]. მე შენს წინაშე მუხლს მოვიხრი. მე დავიძახებ: მადლიანო! ხათის ამინდის ღვთაებავ, შეისმინე ჩემი! ხათის ქვეყნად ჭირი უნდა დას[რულდ]ეს!.
§10. რა ამბავიც წინასწარმეტყველის მეშვეობით შევიტყვე და ჭირის რა მიზეზიცაა დადგენილი, აღვწერ ყველაფერს: რაც შეეხება იმ ამბავს, რომ ღვთაების ფიცის(გატეხვა) დადგინდა ჭირის მიზეზად, ღვთაების ფიცის რიტუალი ხათის ამინდის ღვთაებისთვის და ღვთაებათათვის, ჩემი [ბატონებისთვის] ჩავატარე, (მათ) წინაშე მსხვერპლი შევწირე. [შ]ენ (წინაშე), ხათის ამინდის ღვთაებავ, [ჭი]რის გამო. ხოლო რიტუალი[...] თქვენ [...]. რაც შეეხება იმას, რომ მდინარე მალას რიტუალი ჭირის მიზეზად დასახელდა და რომ მე[მდინარე] მალასკენ მივეშურები: ხათის ამინდის ღვთაებავ, ჩემო ბატონო, (და) სხვანო ღვთაებანო, მდინარე მალას რიტუალი აღმასრულებინეთ! მე მინდა აღვასრულო მდინა[რე მა]ლას რიტუალი. მე მინდა მოვემზადო(ამისთვის)! რა მიზნითაც ჭირის საწინააღმდეგოდ ამას ჩავიდენ, ღვთაებანო, ჩემო ბატონებო, კარგი თვალით შემომხედეთ! დაე, ხათის ქვეყანაში ჭირი ლხინად იქცეს!
§11. ო, ხათის ამინდის ღვთაებავ, ჩემო ბატონო! ო, ღვთაებებო, ჩემო ბატონებო! ისე ხდება, რომ ხალხი ყოველთვის ცოდავს. მამაჩემმაც შესცოდა და დაარღვია ხათის ამინდის ღვთაების, ჩემი ბატონის სიტყვა. მაგრამ მე არ შემიცოდავს არასდროს. ისე ხდება, რომ მამის ცოდვა გადმოდის მის ვაჟზე, და ამიტომ მამაჩემის ცოდვა გადმოვიდა ჩემზე. მე ვაღიარე ეს ხათის ამინდის ღვთაების, ჩემი ბატონის წინაშე და ღვთაებების, ჩემი ბატონების წინაშე. ასე მოხდა, ჩვენ ეს ჩავიდინეთ. რაც შეეხება იმას, რომ მე მამაჩემის ცოდვა ვაღიარე, ხათის ამინდის ღვთაებას და (სხვა) ღვთაებებს, ჩემს ბატონებს, კვლავ მინდა დავუწყნარო რისხვა! ჩემს მიმართ კარგად განეწყვეთ! ხათის ქვეყნიდან ჭირი კვლავ განდევნეთ, (რათა) პურისა და ღვინის ის რამდენიმე შემწირველი, რომლებიც გადარჩნენ, არ დამეხოცონ!
§12. აწ მე ვაგრძელებ ამინდის ღვთაების, ჩემი ბატონის მიმართ თხოვნას ჭირის გამო: შეისმინე ჩემი, ამინდის ღვთაებავ, ჩემო ბატონო, და იხსენი ჩემი სიცოცხლე! [მოგმართავ შემდეგნაირად]: ჩიტი თავშესაფარს პოულობს გალიაში და გალია უნარჩუნებს მას სიცოცხლეს. ან თუკი რამე აწუხებს რომელიმე მსახურს და იგი შეთხოვს ბატონს, მისი ბატონი შეისმენს მისას, [შეიცოდებს] მას და დაუდგენს სამართალს, რაც მას აწუხებდა. ან თუკი მსახურმა ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ შეინანა ღვთის წინაშე, მის ბატონს შეუძლია ის უქნას მას, რაც მას უნდა. რადგანაც მან აღიარა თავისი ცოდვა თავისი ბატონის წინაშე, მისი ბატონის სული დაწყნარდება და ბატონი იმ მსახურს ანგარიშს არ გაუსწორებს. მე მამაჩემის ცოდვა ვაღიარე. ეს ასეა. მე ეს ჩავიდინე! თუკი გადაწყდება რამე, ვინაიდან ჭირის გამო ადრეც[...], როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან წარტყვევნილები და მოსახლეობა მოიყვანეს, რისთვისაც ხათუსამ ჭირით აზღო, ნუთუ ეს უკვე 20-ჯერ არ მოხდა ასე? ხოლო ხათის ამინდის ღვთაებას, ჩემს ბატონს და(სხვა) ღვთაებებს, ჩემს ბატონებს, ამან გული არ მოუბრუნა. ხოლო თუკი მე მოსანანიებლად მსხვერპლი უნდა შევწირო, მამცნეთ სიზმრის მეშვეობით! მე მსხვერპლს შემოგწირავთ.
§13. აწ კვლავ ვემუდარები ხათის ამინდის ღვთაებას, ჩემი ბატონს: იხსენი ჩემი სიცოცხლე! [და თუკი] ვინმე ამ მიზეზით დაიხოცა, სანამ კვლავ გამოვასწორებ (მიზეზს), პურისა და ღვინის შემწირველნი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, დაე, ნუ დამეხოცებიან.
§14. [ან] თუკი ვინმე სხვა მიზეზის გამო კვდება, მაშინ დაე, ვიხილო სიზმარში ან დადგინდეს წინასწარმეტყველის მიერ, ანდაც ღვთაების კაცმა გამომიცხადოს ეს. ანდაც, მოხდეს ისე, რაც გავუმხილე ქურუმებს – მათ უნდა წმინდა ძილით დაიძინონ. ხათის ამინდის ღვთაებავ, იხსენი ჩემი სიცოცხლე! დაე ღვთაებებმა, ჩემმა ბატონებმა მიჩვენონ თავიანთი ღვთაებრივი ძალა! დაე, ვინმემ იხილოს(პასუხი) სიზმარში. დაე, მიზეზი იმისა, რატომ იხოცებიან, დადგინდეს! ჩვენ ვკიდივართ ნემსის ყუნწზე. ო, ხათის ამინდის ღვთაებავ, ჩემო ბატონო, იხსენი ჩემი სიცოცხლე, და დაე, ხათიდან კვლავ გაქრეს ჭირი და დასრულდეს!
§15. მინაწერი: პირველი ფირფიტა, დასრულებული. [როგორ შესთხოვა] მურსილიმ ჭირის გამო[(ხათის ამინდის ღვთაებას)].
ხეთურიდან თარგმნა მაია ღამბაშიძემ
როგორი თანამედროვეა...
ReplyDeleteდიახ, დღევანდელობას როგორ ეპასუხება :-)
Delete