ანითა
წყაროები ანითას მეფობის შესახებ
§ ქიულთეფეს (ხეთური ხანის ქანესი/ნესა) მონაპოვრიდან ცნობილი „საკანონმდებლო ფორმულების” ფირფიტები:
- i-qa-tí Pì-it-a-na ru-ba-im
A-ni-ta ra-bi sì-mí-il-tí „ „ფითხანას, მეფისა (და) ანითას, კიბის უფროსის ხელით” (TCL 21.214 A 19-22);
- i-qá-tí
A-ni-ta rabîmim Pì-ru-wa rabī
s[ì-mí-il-tí] „ანითას, მეფისა (და) ფირუვას, კიბის უფროსის ხელით” OIP 27.49 A 24-25, B
26-28);
- i-qá-ti A-ni-ta ru-ba-e „ანითას, მეფის ხელით” (OIP 27.1, x+1’);
- 1954 წელს ქიულთეფეში ნაპოვნი ე. წ. “ხანჯალი”, წარწერით: É.GAL A-ni-ta ru-ba-im „ანითას, მეფის, სასახლე”.
- 1132/u ფრაგმენტიდან ცნობილი GÉME IAnitta "ანითას მოახლე ქალი";
- ე.წ. "ანითას ტექსტი" (CTH 1): a. KBo 3.22 (OS) = BoTU 7; b. KUB 26.71 i 1-19 = BoTU 30 = KBo 3.22 51ff; g. KUB 36.98 (+) KUB 36.98a (+) KUB 36.98b წინა მხარე - უკანა მხარე, 6' = KBo 3.22 8-24, 30-42, 53-67, 73-79; d. KBo 22.5
“ანითას ტექსტი”-ს აღმოჩენით ჯერ კიდევ XX ს. დასაწყისში გახდა ცნობილი მეფე ანითას არსებობის შესახებ. გაირკვა, რომ იგი იყო ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ერთ-ერთი სამეფოს - ქუსარას მმართველი და უნდა ემეფა ძვ. წ. XVIII ს. საუკუნის შუა წლებში. ივარაუდება, რომ ქუსარა მდებარეობდა დღევანდელი ყიზილ-ირმაკის (ბერძნ. ჰალისი, ხეთ. მარასანთია) სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანტი-ტავროსის მთიანეთში, ასურეთიდან მომავალ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე.
ანითას ტექსტი
წინა მხარე (1-4) “ანითა, ფითხანას ძე, მეფე ქ. ქუსარისა x (x x), იგი ცის ღვთაება ტაროსის მოწყალე იყო. და ოდეს იგი ღვთაება ტაროსის მოწყალე იყო, ქ. ნესას მეფემ ქ. ქუსარას მეფეს შე[უტია].
(5-9) ქ. ქუსარის მეფე ქალაქიდან მთელი ძალით (ლაშქრით) ქვემოთ [დაეშვა] და ღამით ქ. ნესა იერიშით აიღო. ქ. ნესას მეფე შეიპყრო, ხოლო ქ. ნესას ძეთაგან ზიანი არავისთვის მიუყენებია [და ისინი თავის] დედებად და მამებად ქმნა
(10-12) [ხოლო ფით]ხანას, მამაჩემის შემდეგ, იმავე წელს ამბოხება დავამხე: მზის ქალღვთაების (შემწეობით), ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები, რომლებიც აღდგნენ, სწორედ ისინი [ყველა დავამ]ხე:
(13-16) [ქ. ...]მა, ქ. ულამა, [...] (და) შემდგომ კი მეფე ქ. [ხათისა მოვიდა და იგი... ქ.
...]თემსაში გავანადგურე. [... ქ. ნ]ესა... [...]
(17-19) [... ქ. ...ი]ნა შუადღისას [ავიღე. ქ...]მა ღამით [იერიშით ავიღე. ქ. ხარქიუნა] შუადღისას [ავიღე].
(20-26) [ისინი] ცის ღვთაება ტაროსს შევწირე და ისინი ცის ღვთაება ტაროსს კვლავ და[ვუდგინე(თ)?]. ვინც ჩემს შემდგომ მეფე გახდება და [ქ. ...ნას, ქ. ...მ]ას და ქ. ხარქიუნას-ქ. ნე[სას (ამ)
მტრებს] კვლავ ვინც დაასახლებს, იგი ქ. ნე[სას მტერი იყოს და იგი ყველა ქვეყნის [მტერი იყოს]. და ვითარცა ლომი ქვე[ყანას...].
(27-29) [ ...]ხოლო ვინც ...[ ...] დაასახლებს, ამინდის ღვთაება მას [...].
(30-32) [ფითხანას, მამაჩემ]ის შემდგომ [... (წელს) ცალ]ფუვას ზღვა... [ცალფუ]ვას ზღვა...
(33-35) ეს სიტყვები [ფირფიტისა] ჩემი ალაყაფის კარზე [მოვათავსე]. აწ და მარა[დის: (ისინი) არა]ვინ არ გაანადგუროს! უკეთუ ვინმე მათ გაანადგურებს, დაე, იგი მისი მტერი გა[ხდეს!]
(36-37) ფიუსთი, მე[ფე]
ქ. ხათისა შემდეგ მეორედ მო[ვიდა... (თვითონ ფიუსთი)] და დამხმარენი მისი, რომლებიც მან მოიყვანა, ისინი [ქ. სალამფაში] დავამარცხე.
(38-48) ყველა ქვეყანა ქ. ცალფუვადან ზღვისკენ დ[ავამარცხე], ადრე უხნამ, ქ. ცალფუვას მეფემ, ღვთაება სიუსუმი ქ. ნესადან ქ. ცალფუვას წაიღო. შემდგომ კი მე, ანითამ, დიდმა მეფემ, სიუსუმი ქ. ცალფუვადან უკან, ქ. ნესას მო[ვიტანე. ხუ]ცია კი, ქ. ცალფუ[ვას მეფე, ცოცხლად ქ. ნესას ჩამოვიყვანე. ქ. ხათუსა უკანა მხარე შიმშილმა მოიცვა და იგი მე (ალყაშემორტყმული დავტოვე). მაგრამ როდესაც შემდგომ შიმშილისაგან დაუძლურდა, იგი ღვთაება სიუსუმიმ ღვთაება ხალმასუითს გადასცა. იგი მე ღამით იერიშით ავიღე, მის ადგილას კი ჭინჭარი დავთე[სე].
(49-51) ვინც ჩემს შემდგომ მეფე გახდება და ქ. ხათუსას კვლავ დაასახლებს, იგი ცის ღვთაება ტაროსმა განგმი[როს!]
(52-54) ქ. სალათივარასკენ სახე მივაბ[რუნე] ... და ქ. სალათივარას წინააღმდეგ საო[მარი ეტლები?] და რაზმები შეიკრიბა და ისინი ქ. ნეს[ას მოვიყვანე?].
(55-56) ქ. ნესაში სიმაგრენი (?) ავაგე. ქალაქთან (?) ცის ღვთაება ტაროსის ტაძარი და ღვთაება სიუ[სუმის] ტაძარი [ავაგე].
(57-58) ღვთაება ხალმასუითის ტაძარი, ამინდის ღვთაების, [ჩემი უფლის, და ღვთაება სიუნასუმის ტაძარი ავაგე]. ლაშქრობიდან რაც ავლადიდება ჩა[მოვიტანე, იქვე მოვათავსე].
(59-63) ხოლო მე ფიცი და [წყევლა წავმოვთქვი ... იმავე დღეს [2 ლომი, 70 ლერწმის ბარდების (?) ღორი, 1 ტახი], 120 ნადირი-იყო ეს [ლეოპარდი, ლომები, ირმები], მთის თხა თუ [...] ქ. ნესაში, [ჩემს ქალაქში, ჩამოვიყვანე].
(64-67) [შემდგომ] წელს კი ქ. სალათივარაში საბრძოლველად გავეშურე. ქ. სალათივარას კაცი, [მის ვაჟიშვილებთან ერთად, აღუდგა და ჩემს წინააღმდეგ] გამოემართა. [მან ქვეყანა და ქალაქი მისი დატოვა] და მდინარე ხ[ულანა დაიკავა].
(68-72) ქ. ნესას [ლაშქარმა შემდეგ შეუტია] და მისი დასახლებული პუნქტები [გადაწვა, ხოლო ისინი ...] და ქალაქში [... 1400 მეომარი, ცხენები, ვერცხლის ...] და 40 აღკაზ[მულობა (საბრძოლო ეტლების ... დატოვა)]. იგი [ადგა და (უკან) გაბრუნდა].
(73-79) როდესაც [ქ. ფურუსხანდაში] საბრძოლველად გავეშურე, ქ. ფურუსხანდას კაცი [ჩემთან მორჩილად გამოცხადდა] და მე [რკინის ტახტი (და) 1 რკინის კვერთხი [მორჩილების (ნიშნად) მომართვა]. როცა მე შემდგომ უკან, ქ. ნესას დავბრუნდი, ქ. ფურუსხანდას კაციც ჩემთან ერთად [მოვიყვანე], ხოლო როდესაც იგი განსასვენებელში (B: “ცალფაში წავა”) წავა, სწორედ იგი ჩემს მარჯვნივ დაჯდეს.“
No comments:
Post a Comment