მცველთა ინტიტუტი ხეთებთან






მცველთა ინსტრუქცია ჩთH 262 (IBო თ1 36 + KBო 30.187) ეკუთვნის ძველ მცირე აზიაში მცხოვრები ხეთების ახალი სამეფოს გვიანდელ პერიოდს - ძვ. წ. XIV_XIIIს.ს. ნაწერი არის ზედაპირული, მაგრამ ადვილად და მკვეთრად გასარჩევი. ტექსტში არსებული მცირე შეცდომების და შესწორებების გამო ეს დაფა არ უნდა იყოს ბიბლიოთეკის ეგზემპლარი და არც ასლი, არამედ უნდა იყოს სამუშაო ფირფიტა.
ტექსტში აღწერილია ხეთური სამეფო კარის ცერემონიალი, კერძოდ მეფისა და სასახლის პერსონალთა საზეიმო მსვლელობა და მათი განლაგება. აქ აღწერილია ასევე სამეფო კარის დღის მიმდინარეობის დეტალები. გარდა ამისა ეს ინსტრუქცია (განაწესი) გვიქმნის წარმოდგენას მეფის საქმიანობის ზოგიერთ მომენტზე, სამეფო კარის ეტიკეტებზე და სასახლის პერსონალზეც.

სვეტი I
$1
1.       . . .
2.       მცველები [მიემართებიან] ზემოთ (სასახლისაკენ)
3.       ისინი [მარშით მიიწევენ] კარისკაცების და მეეზოვეების წინ.
4.       ისინი შედიან და იკავებენ თავის ადგილს სასახლის ეზოს ჭიშკართან
5.       გაფაციცებული ადევნებენ თვალყურს ÈHალენტუწა-ს
6.       ერთ სასახლის ეზოს კეტავენ ისინი, შემდეგ მეეზოვეები ასუფთავებენ და დილაობით
7.       გარეთა მხრიდან ჭიშკარს ურდულებს სწევენ . . . მცველები მარშით მიიწევენ წინ
8.       და ისინი დაწევენ მას (ურდულს), მაგრამ კარიბჭიანი შენობის ურდულს არ სწევენ. ისინი – მცველები, კარისკაცები,
8ბ.  მეეზოვეები გადიან.
$1 (დამატება)
19ბ.  თუ შიგნიდან (დამატებულია შენობის ერთ მხარეს) რამდენიმე
20.   ურდულს არ სწევენ, ან (თუ) ისინი აღებენ რომელიმე საწყობს და ისარი არ აქვთ, თუ
21.   დაბალი წოდების `სასახლის ძე~ გამოვა, (ან) ოქროსშუბოსანი, მას ისარს არ აძლევს. თუ `სასახლის ძეთა~ მთავარი გამოვა - ათმეთაური ან ლაშქრის ზედამხედველი (ან) მცველი გამოვა – მაშინ ისინი მას ისარს გადასცემენ. მაგრამ თუ . . .
21ბ. გამოვა ან მცელი ან ოქროსშუბოსანი . . .
$2
9.       მცველები იკავებენ მცველთათვის განკუთვნილ ადგილს სასახლის ეზოში
10.    და ÈHალენტუწა-ს კედელთან 12 მცველი
11.    დგას და შუბები უჭირავთ, ხოლო როცა მეთორმეტე მცველი
12.    არ დგას, ან ვიღაცის გაგზავნილია
13.    ან კი ვიღაცა თავის სახლშია დარჩენილი (ნება აქვს დართული სახლში ყოფნისა), (ამის გამო) კი ძალიან ბევრი შუბები რჩება, (შუბების რიცხვი გაზრდილია),
14.    შემდეგ მათ მიაქვთ ეს შუბები, რომლებიც დარჩა
15.    და ისინი აწყობენ კარისკაცებთან.
$3
16.    ხოლო გარეთა კედელთან ოქროს შუბოსნები დგანან.
17.    ერთი მცველი კი მცველის მხარეს, ჭიშკრის ახლოს
18.    დგას, ხოლო ოქროს შუბოსნის მხარეს ერთი ოქროს შუბოსანი
19.    ჭიშკრის ახლოს დგას. ყარაულობენ მთელი დღე.
(ჩამატებულია უკანა მხარეს):
20.    მაგრამ სასახლის ეზოში რიგითი მცველების ადგილის ბრძანებებს მხოლოდ ოქროს შუბოსანთა ათმეთაური გასცემს, M
21.    თუ ვინმე ცუდად დგას ან . . .
1)    და ის, ოქროს შუბოსნების ათმეთაური ბრძანებლობს მათ . . . ერთი `სასახლის ძე~ . . .
2)    თუკი მცველია, ის მეორეს ეუბნება, თუ . . .
3)    აღმოჩნდება, ის ესაუბრება კედელთან კვლავ . . .
4)    მსგავსად ეუბნება.

$4
22.    როდესაც მცველთა მთავარი და მცველთა ათმეთაური შემოდის, მცველთა მთავარი,
23.    რომელსაც უჭირავს ხელკეტი, და ის როგორც კი შუბის მფარველი ღვთაების წინაშე მუხლს მოიდრეკს, ვინცაა
24.    მაღალი თანამდებობის მცველიც (კი), ართმევს მას ხელკეტს და ის მას საკურთხეველთან
25.    დებს. მცველთა ათმეთაურს ვისაც აქვს ხელკეტი, ის მას აძლევს მცველს,
26.    და ის მცველს უჭირავს.
$5
27.    ხოლო ყოველ მცველს, ვისაც ხელკეტები უჭირავს, ისინი
28.    როცა გარეთ გამოვლენ, მცველები ხელკეტებს კარისკაცებს გადასცემენ
29.    თუკი მეფე ადამიანს არ უბრძანებს: `სასახლის ძეს~, მცველს,
30.    უქროს შუბოსანს, არ გადასცემენ, ხოლო თუ მეფე უბრძანებს
31.    ის მას გადასცემს, თუ დაბალი წოდების ადამიანია, მას
32.    არ სურს გადაცემა.
$6
33.    მცველი (თავისი) სურვილით გარეთ არ გადის, თუ მას
34.    ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (სიტვ. შარდი) შეაწუხებს, ის Yყველა მცველს უკნიდან მოუვლის:
35.    მცველი, ვინც მის წინ დგას ეუბნება:
36.    `საპირფარეშოში წავალ~, შემდეგ ის სხვა
37.    მცველს ეუბნება, ის კი მესამეს გადასცემს.
38.    მესამე კი მეოთხეს ეუბნება.
$7
39.    მეოთხე კაცი გადასცემს მცველთა ათმეთაურს, თუ მცველთა მთავარი
40.    იქ არის, (ანუ) ის მცველის სასახლის ეზოშია, მაშინ მცველთა ათმეთაური
41.    მცველთა მთავართან ათანხმებს: `ის წავა საპირფარეშოში~,
42.    და მცველთა მთავარიც ეტყვის: `წავიდეს~.
$8
43.    თუკი ვინმეს შარდის ბუშტი შეაწუხებს, ერთი მეორეს ეუბნება
44.    და ის მას, მცველთა მთავარს ეტყვის: `წავა მოსარშადად~!
45.    მცველთა მთავარიც ეტყვის: `წავიდეს~! ხოლო მცველს ვინც მოსაშარდად მიდის
46.    `ჩემი მზე~ (ე.ი. მეფე) აკონტროლებს და მათი მოშარდვის საქმე სასახლეში მოგვარებულია (სიტყვ. Mმიღწეულია)
47.    თავისი სურვილით ის არ უნდა წავიდეს.
$9
48.    მცველი სვეტებიან ღია ჰოლში პირდაპირ უნდა შევიდეს
49.    მას კარისკაცი უბრაზდება: `ან ზემოთ წადი,
50.    ან წადი ქვემოთ!~ ხოლო თუ მცველი სვეტებიან ღია ჰოლს გაივლის
51.    და მას თან აქვს შუბი, (როგორც კი) ის მიუახლოვდება სვეტებიან ღია ჰოლის შუა ნაწილს, ის შუბს
52.    კარისკაცთან დებს და (ისე) შედის.
$10
53.    თუ მცველი მოიპარავს და ის შუბს გვერდითა კარიდან გაიტანს
54.    და მას კარისკაცი ცოდვაზე დაიჭერს ის მას `ფეხსაცმელს ხდის~ ხოლო თუ მცველი
55.    კარისკაცს მოატყუებს და ის შუბს (ისე) წაიღებს, (რომ) კარისკაცი ვერ   დაინახავს,
56.    მაშინ მცველი კარისკაცს ცოდვისთვის დაიჭერს, (ეტყვის): `შენ შუბი ვერ დაინახე
57.    მაშინ ისინი, ვინც შემოსვლას შეეცდებოდნენ, მათ დაინახავდი?!~
58.    და მას სასახლეში წაიყვანენ და კარისკაცს დაკითხავენ
59.    შუბებს ასეთი ყურადღება ექცევა!
§11
60.    მცველები და `სასახლის ძენი~ კი მთავარი კარიბჭით არ გადიან,
61.    ისინი გვერდითა კარიდან გადიან. ერთი მცველი რომელსაც ბრალდებული
62.    შემოჰყავს, რომელიც შიკრიკთა მეთაურმა გააგზავნა, მთავარი (კარიბჭით) გადის.
63.    წარჩინებულნი და ათასეულის მეთაური (კარიბჭით) სარგებლობენ.
§12
64.    როდესაც მეფე გარეთ გადის, ერთი `სასახლის ძე~ ÈHალენტუწა-ში
65.    გამოდის და გასძახის ხათურად: `თაჰაįა!~ თაჰაįა-ს ხეთურად
66.    დალაქს ეძახიან და მცველი, ოქროს შუბოსანი და კარისკაცი
67.    კარიბჭიანი შენობისაკენ მიდიან და მთავარ კარიბჭეს ურდულს აცლიან.
68.    და აღებენ რა კარს უკან ბრუნდებიან, ისინი, ოქროს შუბოსანი
68ბ. დალაქი კი `იჭერს GIŠ გალāმა-ს~ და
69.    კარს წმენდს.
§12ა.
    მეჯინიბეები აბრუნებენ ეტლს, ხოლო მცველები
70.    იკავებენ ადგილს განსაწმენდელის მარჯვენა მხარეს. თუკი რომელიმე ქალაქში შეუძლებელია ეტლის მარჯვნივ დგომა
71.    ისინი მარცხნივ დგებიან – მტკიცედაა განსაზღვრული (ასეთი) დგომა
72.    ეტლის გვერდზე.
72ბ. მცველი, რომელსაც ეტლის ტახტი უჭირავს
73.    ის შიგნით არავის უშვებს, გარეთ არავის უშვებს
74.    შემდეგ გამოდის მცველის სასახლის ეზოდან.
§13
75.     ორი ზინზინიულ-ი იქ დგას  და საბრძოლო იარაღი
76.     უჭირავთ. მთავარსარდალიც მათ  გვერდით დგას და ხელკეტი  უჭირავს, ტანსაცმელი მათ
77.     კარგი აცვიათ ჰილამმ-ის  ხალხის მსგავსად  და ისინი . . .
§14
78.    უკან]  შუაში კი ერთ სიბრტყეზე, ორი კაცი  . . . [დგას]
79.    . . .  მათ  უჭირავთ . . .
(79 –80  დაზიანებულია)
სვეტი II
§15
1.       უკან შუაში ერთ სიბრტყეზე
2.       ორი სალაშქრო ათასეული დგას და სალაშქრო ათასეულის
    მეთაური
3.       და ლაშქრის ზედამხედველი  მათთან ერთად დგანან.
    [მათ უჭირავთ. . . და მათ]
4.       უნდა ჩაიარონ მეფის წინ.
$16
5.       უკან შუაში ერთ სიბრტყეზე . . .
6.       დგანან და უჭირავთ შუბები. სალაშქრო ათასეულის მეთაური
7.       და ლაშქრის ზედამხედველი მასთან ერთად დგას. მათ უჭირავთ
    ხელკეტი,
8.       მათ  უნდა  ჩაიარონ მეფის წინ.
§17
9.     ორი მაღალი რანგის შუბოსანი  მეფის პირდაპირ მარჯვენა
   მხარეს დგას,
10.  შუბები  არ უჭირავთ.  ოქროს შუბოსანი მათთან დგას და
11.  მოოქროვილი  შუბი უჭირავს  შუბის სასახლის ძეს
12.  მათრახი, ეტლის  GIŠმუკარ-ი უჭირავს, ის მეფის წინ
13.  მიდის, ის  მიემართება  ეტლის  მარცხნივ
14.  ბორბლების გვერდით (რომ)  დაიკავოს ადგილი.
§18
15.    ხოლო მცველი ტახტს დებს იქ. მეფე (სასახლიდან)
     გამოდის
16.    სასახლის ძეთა უფროსს  კი მისი ხელი უჭირავს, მეფე ეტლში
17.    ჯდება. მაღალი რანგის შუბოსნები თავს უკრავენ.
     შემდეგ ისინი მიიჩქარიან,
18.    წინ სწრაფად მიდიან და მათ ოქროს შუბოსანიც
19.    მიჰყვება.
§19
20.    ოქროს შუბოსანი კი, რომელიც  შედის . . .
21.    შუბის სასახლის ძე კი მათრახს  სასახლის ძეთა უფროსს
     აძლევს
22.    სასახლის ძეთა უფროსი კი, მეფეს აძლევს, ეტლის წინ
23.    მეჯინიბეთა მთავარი სწრაფად მიდის (სიტყვ.: მირბის), (მას)
     ხელკეტი უჭირავს, ხოლო როცა
24.    ეტლი იწყებს დაძვრას სასახლის ძეთა უფროსი
25.    თავს უკრავს. Mმეფეს  მცველთა მთავარიც თაყვანს სცემს.
§20
26.    მცველს კი, რომელსაც ტახტი უჭირავს, ის ეტლის მარცხენა ბორბალთან
27.    შუბის სასახლის ძესთან (ერთად) მიემართება, როდესაც
28.    კარიბჭიან შენობას მიუახლოვდება, ის GIŠწიდულ-ის  უკან დგება
29.    მაშინ როცა მცველები, სასახლის ძენი დაეწყობიან
30.    ტახტს ტახტის კაცს გადასცემს, ის შუბს
31.    იღებს და მცველებთან (ერთად) მარშით მიდის.
§21
32.    მცველები კი, როცა მარშით მიდიან ორი მცველი წინ მიდის
33.    და შუბები უჭირავთ და  ისინი მწყობრში დგანან, მარცხნივ კი `სასახლის ძე~
34.    მარშით მიდის და GIŠკალმუš-ი უჭირავს და დგება მწყობრში
              მცველებთან
35.    და ისინი  სამნი მწყობრში დგანან
36.    მცველები და სასახლის ძე მარშით მიდიან სამ რიგად.
37.    მცველების ორი რიგი და სასახლის ძეთა ერთი რიგი
38.    და ისინი მიდიან ეტლის უკან.
Q§22
39.    ერთი `სასახლის ძე~ კი მიდის და სამხედრო მომმარაგებელს
     აძლევს დაჭიმულ მშვილდს _ ის მოთავსებულია
40.    სამშველდეში, და ერთ კაპარჭს _ შუბოსანს _ ისრით,
41.    სავსეს. ის მისდევს უკან და მიდის მცველებთან და
42.    სასახლის ძეთაგან განცალკევებულად. Mმიდის
43.    და ეტლის მარცხენა თვალთან დგება.
Q§23
44.    უკან შუაში ერთ სიბრტყეზე, ოქროსშუბოსანს  მოოქროვილი
     შუბი უჭირავს
45.    და ექიმ-მაგს GIŠმუკარ-ი უჭირავს, ისინი ერთად მიდიან მარშით
46.    და ექიმი-მაგი წარმოსთქვამს შელოცვას.
§24
47.    უკან კი, შუაში ერთ სიბრტყეზე, ორი შუბოსანი მარშით მიდის
48.    როგორც უპირველესნი და როგორც უმაღლესი სამხედრო პირები
49.    მათ კარგი სადღესასწაულო ტანსამოსი (და) ფეხსაცმელი ჩაუცვამთ
           ჰილამმ-ის ხალხის მსგავსად
50.    შუბოსანთა მთავარი და ლაშქრის ზედამხედველი უკან მარშით
     მიჰყვება (და) ხელკეტები უჭირავთ.
§25
51.    უკან შუაში კი ერთ სიბრტყეზე, ორი სალაშქრო ათასეული
52.    მარშით მიჰყვება, შუბები უჭირავთ, ხოლო ისინი უპირველესნი
53.    ან უმაღლესი სამხედრო პირები წინ მიდიან, საზეიმო ტანისამოსი
     და კარგი ფეხსაცმელი გამოსასვლელად  ჩაუცვამთ.
54.    სალაშქრო ათასეულის მეთაური და ლაშქრის ზედამხედველი
     მიჰყვებიან მათ  მარშით  და
55.       ხელკეტები  უჭირავთ.
§26
56.    უკან შუაში ერთ სიბრტყეზე, ორი სალაშქრო ათასეული
57.    მარშით  მიჰყვება  შუბებით  ხელში, მათ საზეიმო ტანისამოსი
     და კარგი ფეხსაცმელები  გამოსასვლელად
58.    ჩაუცვამთ. სალაშქრო ათასეულის  მეთაური და ლაშქრის
     ზედამხედველი მათ მიჰყვებიან  მარშით
59.    და ხელკეტები  უჭირავთ.
§27
60.       სალაშქრო ათასეული, რომელიც ლაშქარს (წარმოადგენს),
     გადადიან გვერდზე (და)
61.       იჭერენ ადგილს: მარცხენა _ მარცხნივ იკავებს ადგილს,
62.       მარჯვენა _ მარჯვნივ  იჭერს ადგილს, ისინი სამ რიგად
     მარშით მიიწევენ წინ.
63.       თუ კი წინ სადმე გზა დავიწროვდება, ისინი გაიყოფიან.
§28
64.    შემდეგ თუკი რომელიმე ერთ-ერთ პირველთაგანი (ორიდან) გაუშვებს
65.    ან ცხენებს ან გაგულისებულ ხარს, ეს პირველის
66.    ცოდვაა, თუკი ერთ-ერთი ბოლოთაგანი გაუშვებს რაიმეს –
67.    ეს უკანასკნელის ცოდვაა.
§29
68.    ხოლო (თუ) მათ ბრალდებული მოჰყავთ
69.    . . . შუბები და ამას . . .
70.    ისინი უნდა შედგნენ . . .
(შემდეგი ხუთი ხაზი დაზიანებულია)
სვეტი III
$30
1.       მცველი, ვისაც ბრალდებული მოჰყავს
2.       ოქროს შუბოსნის უკან დგება, როდესაც
3.       მეფე ითხოვს სასამართლოს, მცველი იღებს
4.       და მცველთა მთავარს უდებს ხელში, ის რა
5.       სამართლის საქმე (არის), მცველთა მთავარს ეუბნება, მცველთა მთავარი კი მეფეს გადასცემს.
$31
6.       შემდეგ მცველთა მთავარი მიდის, 2 წარჩინებული უკან მიჰყვება
7.       ეს იქნება მეეტლეთა მთავარი თუ ათმეთაური, ისინი მცველთა მთავრის უკან დგებიან
8.       ერთი დგას გარეთ _ ის ან მცველია ან
9.       ვინმე წარჩინებული. მცველი ვისაც ბრალდებული შემოჰყავს
10.    უკან გარბის, ის მიდის და ოქროს შუბოსანთან
11.    დგება, შემდგომ იმართება სასამართლო.
$32
12.    `სასახლის ძეთა~ მხარეს, `სასახლის ძეთა~ მთავარი დგას, მის უკან
13.    2 `სასახლის ძე~ დგას, ისინი სამნი არიან, როცა ბრალდებულს
14.    გაანთავისუფლებენ მცველთა მთავარი თავის ადგილს ინარჩუნებს (სიტყვ. იჭერს) 2 წარჩინებული კი
15.    რომლებიც უკან დგანან, ბრუნდებიან და უკან
16.    მცველებს უერთდებიან, როცა მცველი დგას გარეთ
$33
17.    და სხვა ბრალდებული შემოჰყავს
18.    2 წარჩინებული, რომლებიც მცველთა მთავრის უკან დგანან, ისინი ბრალდებულს
19.    გვერდით მიჰყვებიან. მცველს კი რომელსაც გარეთ უჭირავს ადგილი
20.    (იმ დროს) როცა ბრალდებულს მცველებთან ერთად მწყობრში ჩააყენებენ
21.    შემდეგ ბრალდებულის უკან მიდის
22.    და ის ბრალდებულის გარეთ მარჯვნივ მიემართება.
$34
23.    თუკი `სასახლის ძეს~ ამბავი მოაქვს, ის მარცხნიდან
24.    `სასახლის ძეთა~ უკნიდან მოდის, ხოლო თუ საიდანმე ბრუნდება
25.    უკან (იგივე) გზას გაივლის და მცველებს
26.    წინ ჩაუვლის.
$35
27.    ის მცველი, რომელიც ბრუნდება მარჯვნიდან, მცველების
28.    უკან მიდის მარშით, ამგვარადვე უკანა გზაზე მარჯვნივ გაივლის,
29.    მაგრამ ის მცველების წინ კი არ ჩაივლის, (არამედ)
30.    `სასახლის ძეებს~ ჩაუვლის მარშით.
$36
31.    თუკი ბრალდებული იქ დგას, ხოლო მცველი ან `სასახლის ძე~
32.    სასამართლოს დროს ბრალდებულის წინ კი არ ჩაივლის
33.    (არამედ) მას უკან ჩაივლის და იკავებს თავის ადგილს
34.    ის მიდის მარშით და მასთან დგება.
$37
35.    თუკი რომელიმე ჯარს _ ეს (იქნება) ქალაქ ქასქას საომარი ჯარები
36.    თუ ქალაქ კუმახას ჯარები და (კიდევ) სხვა ჯარებს _ მეფე იძახებს
37.    მაშინ ყველა მცველი უკან მისდევს მათ.
38.    თუ შუბები ცოტაა, ისინი შუბოსნებს
39.    ართმევენ და ისინიც უკან მიჰყვებიან მარშით (შეიარაღებულნი), ისინი ამას `შემოვლით ოპერაციას~
40.    ეძახიან.
$38
41.    მხოლოდ ხელკეტებით შეიარაღებულნი არ მიჰყვებიან უკან _ მათთვის მიუღებელია (სიტყვ. არ აყენებენ)
42.    ხოლო მცველები, რომლებიც დარჩებიან (ისე, რომ) შუბი ვინმეს
43.    არ უჭირავს (ე.ი. შუბის გარეშე რჩებიან ასეთი მცველები) იჭერენ ხელკეტებს, ისინი არ დგებიან GIŠკალმუš–ის მატარებელ
44.    `სასახლის ძესთან~, არამედ სხვა ორი `სასახლის ძე~ როცა წინ წამოიწევს
45.    ჩადგებიან მათთან მწყობრში, ხოლო მცველები ვისაც
46.    ხელკეტები უჭირავს, ისინი მათ უკან მიემართებიან.
$39
47.    თუ ქალაქის თავი ან ლაშქრის ზედამხედველთა მეთაური (იქ არის)
48.    ისინი მწყობრში დგებიან, ეს მათთვის მისაღებია თუკი ეტლს
49.    უკან მიჰყვებიან. ისინი ხელკეტით არ უნდა გაყვნენ,
50.    შუბები უნდა აიღონ.
$40
51.    როდესაც სასამართლო დამთავრდება, ვინცაა ის
52.    ბრალდებული გაჰყავთ, როცა წინ ჩაივლის
53.    მცველი ვისაც ბრალდებული მოჰყავს, მცველთა მთავართან . . . . . . და მცველი, რომელიც შიგნით იჭერს ადგილს, ყველას ეუბნება:
54.    `(საქმე) შესრულებულია~! მცველთა მეთაური ან მცველთა ათმეთაური ან ლაშქრის ზედამხედველი მეფეს ეუბნება `(ყველაფერი) მოგვარებულია~!
$41
55.    თუ მეფე ეტლს მოითხოვს, მაშინ მცველს მიაქვს ტახტი
56.    და მას დგამს (ეტლში), მეფე ეტლში ჯდება და მას მცველს ვინც (ეტლს) ხურავს,
57.    ხელკეტი უჭირავს და მარჯვენა ცხენი - მარჯვენა ხელით ლაგამით
58.    უჭირავს, მარცხენა ხელით კი GIŠ კāპურ-ი უჭირავს ხელკეტთან ერთად
59.    მას ეტლი უჭირავს და აწონასწორებს, (რომ) არ გადაბრუნდეს.
$42
60.    მცველს კი რომელთაც შუბები უჭირავთ, ისინი მეჯინიბეს
61.    აძლევენ, როცა შინ ბრუნდება მეჯინიბე
62.    შუბებს კარისკაცს აძლევს და მას შეაქვს სვეტებიან ღია ჰოლში.
$42ა.
63.    როცა (მეფე) ეტლით ბრუნდება, მაშინ ერთი მცველი შუბით
64.    მცველებს და `სასახლის ძეებს~ ნიშანს აძლევს და ნესურად ეძახის
65.    `განზე!~
$43
66.    მცველები და `სასახლის ძეები~ უკნიდან მოირბენენ
67.    მეჯინიბეები მარცხენა ჯორს შემოუვლიან
68.    და ისინი ეტლს უკან აბრუნებენ, შუბები . . .
69.    შუბოსნები და სალაშქრო ათასეული ბრუნდება ისე, რომ პირველი
70.    ბოლო ხდება.
$44
71.    შემდეგ (მეფე) ეტლით ÈHალენტუწა-სკენ მიემართება და როცა
72.    კარიბჭეს მიუახლოვდება ის მომღერლები და LÚკიტა
73.    შუბით (შეიარაღებული) შუბოსნებს მიჰყვებიან უკან.
74.    როცა მომღერლები კარიბჭეს მიუახლოვდებიან
75.    იძახიან: `ახა!~ ქურუმი არ იძახის.
$45
76.    ხოლო როცა ჯორებიანი ეტლი
77.    მიუახლოვდება კარიბჭეს, მგალობლები და ქურუმი
78.    (მაშინ) იძახიან.
სვეტი IV
$46
1.       ქ. ხარას მცხოვრებლები უკან მიჰყვებიან შუბოსნები შუბებით.
2.       და ოქროს შუბოსნები თანაბარი სახით მიიწევენ წინ ქ. ხახას მცხოვრებლების უკან
3.       დგებიან და გალობენ, როცა მგალობლები სვეტებიანი ღია ჰოლის
4.       კარიბჭესთან მიახლოებისთანავე იძახიან `ახა!~ ქურუმი
5.       არაფერს იძახის, როცა ჯორებს კარიბჭიდან გამოიყვანენ
6.       მგალობლები და ქურუმი კვლავ იძახიან და
7.       გვერდითა გასასვლელით გადიან.
$47
8.       როცა შუბოსნები სვეტებიან ღია ჰოლში გაივლიან,
9.       სადაც შუბოსნები შუბებს ტოვებენ, იქ მიდიან . . .
10.    შედიან, მცველი კი ტახტს იღებს და ის `სასახლის ძის~
11.    მარცხნივ მიემართება მარშით, ის აგრძელებს ბორბლის მარცხენა მხარეს
12.    სვლას, როცა ეტლს აბრუნებენ
13.    ის ტახტს დგამს.
$48
14.    ქ. ხახამას მცოხვრებლები დუმან, სასახლის კარიბჭესთან
15.    არ მიდიან, თუკი ორი სვეტებიანი ღია ჰოლია, ისინი ქვემოთა
16.    კარიბჭესთან მიდიან, ზემოთა კარიბჭესთან კი
17.    არ ადიან.
$49
18.    როცა მეფე ეტლიდან ჩამოვა და თუ
19.    მცველთა მთავარი იქ დგას, მცველთა მთავარი თავის დაკვრით ესალმება და მიანდობს მეფეს
20.    `სასახლის ძეთა~ მთავარს, თუ ვინმე წარჩინებული
21.    იქ იმყოფება, ვინც პირველი დგას ან თავის დაკვრით ის ესალმება
22.    თუკი წარჩინებულთაგან უფროსი არავინ არ იმყოფება,
23.    (მაშინ) მცველი ვინც კი იქ იდგება, ის უნდა მიესალომოს, თუ (მეფე) ეტლით სადმე წავა.
24.    და როცა მეფე ეტლიდან ჩამოვა მცველთა მთავარი მცველებთან ერთად თავის დაკვრით ესალმება.
24.  ა) მცველი რომელიც ხურავს
    ბ) ეტლის მარჯვენა ბორბლის საპირისპიროდ დგება
    გ) მაშინ როცა მეეტლე თავს უკრავს, მარცხენა ბორბლის საპირისპიროდ დგება.
$50
25.    მეფე შედის ÈHალენტუწა-ში, მცველი
26.    ოქროს შუბოისანი, კარისკაცი შედიან, ისინი მთავარ
27.    კარიბჭიან შენობასთან მიდიან და ურდულს ხსნიან
$51
28.    . . .
29.    ოქროს შუბოსანი მოოქროვილ შუბს რომელიც უჭირავს სასახლის ეზოში ქვემოთ
30.    დებს, მცველები (კი) შიდა ოთახებში შედიან.
$52
31.    მცველებს კი, ვისაც შუბები უჭირავთ ისინი მცველის
32.    ეზოსკენ (პროცესუალურად) მიდიან და იქ თავსდებიან, ისინი დგებიან,
33.    შუბები უჭირავთ, (რომელიც )მათ ძირს არ უნდა დადონ.
$53
34.    მცველი, რომელიც . . . ის მიდის შუბი უჭირავს ხელში
35.    ის სასახლის . . . გვერდითა გასასვლელთან დგება და შუბს
36.    კარისკაცთან სვეტებიან ღია ჰოლში ტოვებს და მიდის.
$54
37.    როცა [საჭმელი] მზად არის (სიტყვ.: კარგი გახდება), მიმტანს
38.    სამზარეულოდან . . . ერთი შემწვარი ბარკალი და რძის სახლიდან
39.    ერთი საწყაო ტკბილი რძე მოაქვს და მცველებს აძლევს, და ისინი ჭამენ (შეექცევიან).
$55
40.    `სასახლის ძეებსაც~ . . . ერთ შემწვარ ბარკალს და ერთ საწყაო ტკბილ რძეს აძლევენ
41.    და ისინი [ჭამენ].
$56
42.    მაგრამ როცა . . .
43.    მოდის და ოქროს შუბოსანს . . . ამგვარად
44.    ეძახის: `მოიტანეთ!~
$57
45.    ოქროს შუბოსანი ეძახის შუბოსნებს ლუვიურად
46.    `[საძინებლისაკენ!]~
$58
47.    შუბოსანი კი იღებს შუბს, მაგრამ ბრინჯაოს შუბის პირი დაბლაა დაშვებული
48.    ის სამზარეულოსაკენ მიდის . . . და ასე ამბობს:
49.    `საძინებლისაკენ!~ . . .
$59
50.    შემდეგ შუბოსანი . . . მაგრამ ბრინჯაოს შუბის პირი მაღლაა
51.    აღმართული . . .
52.    სასახლეში . . .
კოლოფონი
53. რეგულაციების ფირფიტა მცველთათვის დაუსრულებელია!


დამატება 3.75 და 4.54
3.75
1'. [სია]  (?) 10 ოქროსშუბოსნის მეთაურიც იქვეა.
4.54
2'. თუკი ვინმე ცუდად დგას და ის [         ] . . . [      ]
3'. და 10 ოქროსშუბოსნის მეთაური ხელმძღვანელობს, ის ასევე [     ] ხ
 [   ] 1 სასახლის ძე
4'. თუკი მცველი მაგრამ [      ] . . . დგას, ამბობს ის: [        ] . . .
5'. და ის (?) . . . [             ] კედელთან დაბრუნდეს . . .
6'. ამგვარად ამბობს ის [

ქართულად თარგმნა ნინო ჩარექიშვილმა








No comments:

Post a Comment